„მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის რეგიონში სამუშაო ადგილების არასაკმარისი რაოდენობა და ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც რა თქმა უნდა ბევრს ვიმუშავებთ”

„მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის რეგიონში სამუშაო ადგილების არასაკმარისი რაოდენობა და ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც ,რა თქმა უნდა, ბევრს ვიმუშავებთ და ამ საკითხის მოგვარება ჩვენთვის პრიორიტეტულია“-ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონში სამუშაო ადგილების არასაკმარის რაოდენობასთან ერთად,  სასოფლო სამეურნეო მიწების მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მხარის პირველმა პირმა  აღნიშნა , რეგიონში ეკოლოგიის თვალსაზრისით მიწების მდგომარეობა არასახარბიელოა.

,,მინდა შევეხო ჩვენი უმთავრესი სიმდიდრის, ჩვენი მხარის მიწების მდგომარეობას, რომელსაც პრაქტიკულად ეკოლოგიის თვალსაზრისით დამაკმაყოფილებლად ვერ შევაფასებთ. ნაჩაიარი მიწები ფერდობებზე ეროზირებულია, მელიორირებული კი უფრო სავალალო მდგომარეობაშია. სამელიორაციო სისტემები დეფორმირებული და გაუწმენდავია, ზოგან მისი კვალიც კი წაშლილია და ინტენსიურად მიმდინარეობს მეორადი დაჭაობების პროცესი, რაც შეუძლებელს ხდის ამ მიწების მოქცევას სასოფლო-სამეურნეო წარმოების ბრუნვაში. აჭრილი კორდი სოფლის საძოვრებზე, ფართოდ მოდებული სარეველები ,კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და შეუძლებელს ხდის მიწების რაციონალურად მართვას. “-განაცხადა მოწერელიამ.

გუბერნატორის თქმით, აღნიშნული ტენდენცია ყველა მუნიციპალიტეტში შეინიშნება და საქმეში კომპეტენტური ადამიანების ჩართულობით, რეგიონში ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია-იმედი მაქვს,რომ ალექსანდრე მოწერელია შემოიტანს დინამიკას რეგიონის განვითარებაში
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს პერიოდში შეხვდება