გიორგი გახარია გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებაზე – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარლამენტში, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება

ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას ეხებოდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება.

„ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხები. სწორედ ამიტომ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისოფელ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო
შემდეგი სტატიარაღა უჭირთ ბიძინა ივანიშვილი თუ იქნება სიაში,ივანიშვილი სიაშიც ყოველთვის იყო, პრემიერიც ის არის, მინისტრიც, მოსამართლეც, პარლამენტიც და საერთოდ ყველაფერი – ვაშაძე