რაღა უჭირთ ბიძინა ივანიშვილი თუ იქნება სიაში,ივანიშვილი სიაშიც ყოველთვის იყო, პრემიერიც ის არის, მინისტრიც, მოსამართლეც, პარლამენტიც და საერთოდ ყველაფერი – ვაშაძე

არ არსებოს არანაირი „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს არანაირი პრემიერებები და მინისტრები, არსებობს ერთადერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი და პატარა კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭები, რომლებიც ოლიგარქს გარშემო ჰყავს შემოკრებილი – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ამერიკის მხრიდან საქართველოზე სანქციების დაწესება სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამო მოხდა“.

„რაღა უჭირთ ბიძინა ივანიშვილი თუ იქნება სიაში. ივანიშვილი სიაშიც ყოველთვის იყო, პრემიერიც ის არის, მინისტრიც, მოსამართლეც, პარლამენტიც და საერთოდ ყველაფერი. „ქართულ ოცნებაში“ ვინმე სხვა რამეს წარმოადგენს?! დღეს რომ გახარია დაიბაროს ივანიშვილმა და უთხრას: სასწრაფოდ გაფრინდი მოსკოვში და არ დაგინახო საქართველოში, გახარია უპრობლემოდ გაფრინდება.

საერთოდ არ მაინტერესებს, რას აპირებენ, ბიძინა ივანიშვილის გამო სანქციები დაგვიწესეს. არ არსებოს არანაირი „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს არანაირი პრემიერებები და მინისტრები, არსებობს ერთადერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი და პატარა კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭები, რომლებიც ოლიგარქს გარშემო ჰყავს შემოკრებილი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებაზე – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარლამენტში, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : თუ პერსონალური სანქციები დაწესდა, დეპუტატები ივლიან თბილისი-ჭორვილას მარშრუტზე და თუ ფრენები აღდგა, თბილისი-მოსკოვის რეისზე