გიორგი გახარია : განათლების სამინისტრომ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა

გლობალური პანდემია არ არის ერთი და ორი თვის გამოწვევა, ეს არის გამოწვევა, რომელთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, როგორც მინიმუმ, თვეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება განათლების სფეროსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების სფეროსთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენი საუბრის და განხილვის თემა გახლავთ ანტიკრიზისული გეგმა განათლების სფეროში. ჩვენ უკვე წარვუდგინეთ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნოების მიმართულებით და ამით განვაცხადეთ ჩვენი პრიორიტეტები. მიუხედავად ჩვენი გეგმებისა, დღეს საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ „კოვიდ-19“.

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 ადამიანით. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემია არ არის ერთი და ორი თვის გამოწვევა. ეს არის გამოწვევა, რომელთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, როგორც მინიმუმ. თვეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება განათლების სფეროსაც“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, განათლების სფეროში შესაბამისი ნაბიჯები მალევე გადაიდგა.

„განათლებაში გადავდგით ძალიან ადრე ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სკოლებში შეგვემცირებინა ინფიცირებულთა რაოდენობა და 4 მარტიდან სკოლებში განათლების პროცესი შეწყდა. ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი, არამხოლოდ განათლების სფეროში ინფიცირების შესაჩერებლად, არამედ მთლიანად საზოგადოებაში. თუმცა ამისი შემდგომ, განათლების სამინისტრომ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან მოლების გახსნისთვის რეკომენდაციები განიხილეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას საერთაშორისო დონეზე ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება, მადლობას ვუხდი ევროპელ პარტნიორებს