გიორგი გახარია : „ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა და ჩვენებას მისცემს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობთ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა. პრემიერის განცხადებით, თითოეულმა პოლიციელმა რომელმაც იმ ღამეს დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა საკუთარ სახელმწიფოს.
„გამოძიება გრძელდება და ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული იქნება დაკავებული“ – განაცხადა გიორგი გახარიამ კითხვაზე, თუ რატომ არ არიან დაკავებული აქციაზე მოქალაქეების დაზიანებაში დამნაშავე პირები.

banner
წინა სტატიაშიჰგონიათ, რომ პარლამენტი არის „ქართული ოცნების“ სახლი – ხოშტარია
შემდეგი სტატიაგენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო