ჰგონიათ, რომ პარლამენტი არის „ქართული ოცნების“ სახლი – ხოშტარია

საქართველოს პარლამენტთან აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორებმა აქცია-გამოფენა გამართეს. აქციას დეპუტატი ელენე ხოშტარია ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაარღვია კანონი და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობაში არ შეუშვა.

„სამწუხაროდ, პარლამენტის საშვთა ბიურო დღეს იმიტომ დაიხურა, რომ არ სიამოვნებთ, უბრალოდ, ჰგონიათ, რომ პარლამენტი არის „ქართული ოცნების“ სახლი“. რეალურად პარლამენტი უნდა იყოს ღია მოქალაქეებისთვის, პარლამენტი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ კრიტიკისთვის და მშვიდობიანი ნებისმიერი ასეთი აქციისთვის,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საუბარია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში საშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. მათი თქმით, ამ ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა.

banner
წინა სტატიაშიკრამერი: ვერ წარმოვიდგენდი, აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციის ფოკუსში თუ მე ვიქნებოდი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : „ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“