გიორგი გახარია : ეკონომიკური აღორძინება და ეკონომიკის გახსნა მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება

admin
ავტ.: admin მაისი 4, 2020 11:30

გიორგი გახარია : ეკონომიკური აღორძინება და ეკონომიკის გახსნა მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური აღორძინება და ეკონომიკის გახსნა მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავდა ტურიზმის სექტორის აღდენის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც მთავრობა უახლოეს დღეებში განიხილავს და საზოგადოებას წარუდგენს.

“ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა ხდება დღეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი, მაგრამ ეს შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავადროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არცთუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პიბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში. სულ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დამუშავებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას და ასევე, წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას”, – აღნიშნა პრემიერმა.

admin
ავტ.: admin მაისი 4, 2020 11:30

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics