თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი 29 პაციენტს არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი 29 პაციენტს არ დაუდასტურდა. როგორც ჟურნალისტებს კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განუცხადა, გუშინ, მათი კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 31 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა, 29-ის პასუხი უარყოფითია, ორი პაციენტის კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ამჟამად კლინიკაში 45 პაციენტი იმყოფება, 31 კვლევა იყო გაგზავნილი. ორი კვლევა მიმდინარეობს. 29 უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ჩვენს კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი მართვის სუნთქვაზე იმყოფება, ქალბატონი საკუთარი ბინიდან კომით არის შემოსული. ხანდაზმული ადამიანია, შაქრიანი დიაბეტით და მისი ბიოლოგიური მასალა დღეს წავა კვლევაში. ზოგადად, ჩვენთან დიდი ხანია დადებითი პასუხი არ ყოფილა“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ეკონომიკური აღორძინება და ეკონომიკის გახსნა მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 108 ფაქტი გამოავლინა