გიორგი გახარია : დავით გარეჯის საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის, რის გამოც ეს აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 8, 2020 11:32

გიორგი გახარია : დავით გარეჯის საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის, რის გამოც ეს აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია

დავით გარეჯის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში.

„გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი. მინდა, მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 8, 2020 11:32