გიორგი გახარია : დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა, ვერ დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას

ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც უკვე გავუზიარეთ აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზება აბსოლუტურად მიუღებელია.

„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში.

„გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი. მინდა, მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : დავით გარეჯის საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის, რის გამოც ეს აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : მადლობას ვუხდი თეა წულუკიანს საქართველოს მთავრობაში უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებ პარლამენტში