გიორგი გახარია: დათო კირტიკაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს

დათო კირტიკაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას მიმართეს, რომ ხელისუფლება ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი დავით კირიკიტაძე კი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლას აპირებდა, რასაც თავისი ფასი აქვს.

“ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი, ბოდიში, როდესაც გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა, ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა, ასეა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი, პოლიციელზე თავდასხმასაც, ინაუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დათმობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ რუსეთის მოქალაქეებს ვიზის საფასური ორჯერ გაუზარდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „კრიმინალის მძიმე დანაშაულების ნაწილში – განზრახ მკვლელობა, მძიმე გარემოებებით მკვლელობა, ყაჩაღობა და ა.შ. – გვაქვს კლება“