აშშ-მ რუსეთის მოქალაქეებს ვიზის საფასური ორჯერ გაუზარდა

2019 წლის 1 იანვრიდან რუსეთის მოქალაქეები აშშ-ს ტურისტულ ან საქმიან ვიზებზე ორჯერ მეტ გადასახადს გადაიხდიან. ახალი წლიდან B1/B2 კატგორიის ვიზა 303 დოლარი ეღირება. ახლა ის 160 დოალრი ღირს. როგორც მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, იმავე რაოდენობის გადასახადს იხდიან ამერიკის მოქალაქეები რუსეთში ანალოგიური ვიზის მისაღებად.
2017 წლის მარტში დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა შეესწავლათ ამერიკული ვიზის მიღების ღირებულება სხვა ქვეყნებში და იმავე ქვეყნების ვიზის ფასი აშშ-ს მოქალაქეებისთვის.
გადასახადის გაზრდის გარდა, აშშ-ს ვიზის ხელმეორედ მიღების პროცედურები გართულდა. ადრე ვიზას ფოსტით იღებდნენ, ახლა კი რუსეთის მოქალაქეებმა გასაუბრება უნდა გაიარონ საელჩოში – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ჩამოვალ ერთხელ ზუგდიდში და მაჩვენეთ, ცხაკაია ვინ არის
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: დათო კირტიკაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს