გიორგი გახარია: ბოლო არჩევნები ძალადობრივი დანაშაულისგან მაქსიმალურად დაცლილი იყო, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჩატარებული არჩევნები შეაფასა. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო არჩევნები ძალადობრივი დანაშაულისგან მაქსიმალურად დაცლილი იყო, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს. ხოლო, თუ ასეთი დანაშაული იყო, მასზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება.

„არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე ესეთი ბრალდებების ტემპერატურა იზრდება. სინამდვილეში პირიქით არის. და ეს არის უსამართლობა. აი უბრალოდ ახლა რომ შეხედოთ, არჩევნების კონტექსტში საპრეზიდენტო არჩევნების ან ინაუგურაციის კონტექსტში, ან ახლა შუალედური არჩევნების კონტექსტში, რომ ნახოთ, აბსოლუტურად პრინციპულად გეუბნებით, რომ არანაირი პოლიტიკური მხარე ჩვენთვის კომპონენტი არ არის. იქ სადაც ფიქსირდება დანაშაული, პოლიცია ერთმნიშვნელოვნად რეაგირებს. ხანდახან აღქმაც არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს. შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს და ნახავთ. მე არ ვამბობ ყველაფერს მაგრამ იქ აშკარად დაფიქსირებულია, რომ ეს ბოლო არჩევნები იყო არჩევნები რომელიც ძალადობრივი დანაშაულისგან იყო მაქსიმალურად სუფთა. თუ იყო ასეთი დანაშაული მასზე იყო სწრაფი რეაგირება, წინა არჩვენებისგან განსხვავებით. გაიხსენეთ, მაგალითად ქართული ოცნების მხარდამჭერები დღესაც იხდიან სასჯელს. და მე მესმის, რომ ხელისუფლებას თმენის ვალდებულება უფრო მეტი აქვს და პასუხისმგებლობა უფრო მეტი მოეთხოვება. სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი პირიქით და ეს ფაქტებია რომელიც ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა იციან და ამიტომ ისინი პოლიციის მუშაობას ასე აფასებენ.

საპოლიციო ნაწილში, მართლწესრიგის და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების ნაწილში, ეს იყო ურთულესი არჩევნები. მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდში, პატარა ქალაქში, პოლიტიკური მხარდამჭერების რაოდენობის კონცენტრირება იყო ძალიან მაღალი. ფაქტობრივად, მთელი საქართველო იქ იყო და აქ იმდენად მაღალი იყო ტემპერატურა, რომ პოლიცია იდგა სერიოზული რისკების წინაშე. მე თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო. იმიტომ, რომ თქვენ თვითონაც ნახეთ, შეფასებების ნაწილშიც ვერავინ ვერაფერი ვერ თქვა, რომ რამე სერიოზული დარღვევას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის რადიკალიზაციის უმაღლესი ტემპერატურა რომელიც ზუგდიდში იყო დაებალანსებინა და მიეცა ზუგდიდელებისთვის საშუალება არჩევანი გაეკეთებინათ თავისუფალ გარემოში. არ იყო მარტივი, ეს იყო ურთულესი და ჩვენ ამ ამოცანას ერთობლივად ვუპასუხეთ. ეს პოლიციისთვის იყო უდიდესი გამოწვევა და შეფასებები რომლებიც ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს. ამ არჩევნების პირობებში დღესაც ვერავინ, ვერც ერთი სერიოზული ხარვეზი, ან დანაშაული ვერ დააფიქსირა. ეს რაც შეეხება საპოლიციო გადმოსახედიდან. ახლა რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ კონტექსტს – ეს არჩევნები მარტივი არ იყო, იქ იყო ექსცესები. თუ შევადარებთ რადიკალიზაციის ხარისხს და ტემპერატურის კონცენტრაციას, უბრალოდ პარტიულს – თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რომ ზუგდიდში მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლები იყვნენ დაახლოებით 3 500 – იქ იყო ძალიან მაღალი ტემპერატურა.

ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს, ამ სავარძელში ვიჯექი როდესაც ვთქვი რომ ჩვენი ამომრჩეველი ვითარდება, სამწუხაროდ პოლიტიკური კონტექსტისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად ვითარდება მისი არჩევანი, სულ უფრო და უფრო ბრძნული, გააზრებული და ჩამოყალიბებულია. მე აქ ვთქვი, რომ რაც უფრო მაღალი იქნება რადიკალიზაცია, მით უფრო მწარედ დასჯის ამომრჩეველი. ზუსტად ეს მოხდა ზუგდიდში. აქ იყო ორი კამპანია, ერთი იყო რადიკალიზაციის და პოლარიზაციის უმაღლეს ტემპერატურაზე აწევის იდეით წარმართული კამპანია- ეს იყო სანდრა რულოვსის კამპანია და მეორე კამპანია იყო გეგა შენგელიას კამპანია რომელიც იყო აბსოლუტურად პოზიტიური და კონცენტრირებული ზუგდიდის პრობლემებზე გზა, წყალი, გაზი სოციალური დახმარება და კიდევ ბევრი რამ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ რის გამოც ფაქტობრივად ამომრჩეველმა ზუგდიდში არჩევანი აბსოლუტურად გააზრებულად გააკეთა. მთაწმინდაზე რადიკალიზაციის ასეთი ხარისხი ვერ იქნებოდა, რამეთუ მთელი პოლიტიკური „ესტაბლიშმენტი“ იყო კონცენტრირებული ზუგდიდში.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მოხდება თუ არა შალვა თადუმაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია
შემდეგი სტატიაზუგდიდში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინერეობს