ირაკლი კობახიძე – მოხდება თუ არა შალვა თადუმაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 3, 2019 00:22

ირაკლი კობახიძე – მოხდება თუ არა შალვა თადუმაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია

მნიშვნელოვანი

  • ირაკლი კობახიძე - მოხდება თუ არა შალვა თადუმაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია

სხვა სტატიები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა შალვა თადუმაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ამის შემდეგ დაიწყებს პარლამენტი მსჯელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, შალვა თადუმაძეს დიდი გამოცდილება და კარგი რეპუტაცია აქვს.

„შალვა თადუმაძის გადასაწყვეტი იყო, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შერჩევის პროცედურაში. მას აქვს, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი რეპუტაცია. წლების მანძილზე ის იყო ძალიან გამოცდილი ადვოკატი და ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, შემდეგ უკვე წლების მანძილზე ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა მთავრობაში. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც იურისტს. თუმცა, ბუნებრივია, მე ვერ დავასწრებ მოვლენებს. ეს არის პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მისი წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ამის შემდეგ დაიწყებს, რა თქმა უნდა, პარლამენტი მსჯელობას”, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს ის, რომ თადუმაძე გენერალური პროკურორია, კობახიძს თქმით, ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა არ დგას, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შერჩევაში მონაწილეობა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც დღეს სხვადასხვა საჯარო თანამდებობებზე არიან.

„რა თქმა უნდა, თავისი პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ისე საქართველოს პარლამენტი. ბუნებრივია, აქ არ დგას, როგორც ასეთი, ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შერჩევაში მონაწილეობა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც არიან დღეს სხვადასხვა საჯარო თანამდებობებზე. ეს გადაწყვეტილება მიიღო შალვა თადუმაძემ ისევე, როგორც არაერთმა სხვა პირმა, რომელიც არის წარმოდგენილი დღეს საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით, მათ შორის არაერთი მოსამართლეც არის ბუნებრივია ამ შერჩევის მონაწილე. თეორიულად იქაც შეიძლება საუბარი ინტერესთა კონფლიქტზე, თუმცა რეალურად ამას არ აქვს მყარი საფუძველი“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს შერჩევაში მონაწილეობის საშუალება და ეს არის მთავარი მიღწევა, რომელიც ასახულია კანონში.

„გახსოვთ, არანაირი საშუალება არ ჰქონდათ ადამიანებს იმისთვის, რომ თვითონ წარედგინათ საკუთარი განაცხადები. ჩვენ ამის უფლება მივეცით ნებისმიერ იურისტს და ზუსტად ამ სარგებლის საფუძველზე არის წარმოდგენილი 144 ადამიანი დღეს სიაში. ახლა მთავარია, რომ მეორე ეტაპზე სწორად წარიმართოს პროცესი, სწორად მოხდეს ამ 144 კაციანი სიის დაყვანა 50 კაცამდე და შემდეგ 50 კაციანი სიის დაყვანა 20 კაცამდე. ამის შემდგომ უნდა მოხდეს უკვე კანდიდატების წარდგენა. ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ.

როგორც ხედავთ, განსაკუთრებული კრიტიკა იმ ადამიანების მხრიდანაც კი ვერ მოჰყვა ამ 144 კაციან სიას, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ყველაფერთან დაკავშირებით კრიტიკით. შესაბამისად, ამან გამოაჩინა, რომ პირველ ეტაპზე უკვე ძალიან კარგი პრეცედენტი შეიქმნა ამ პროცედურაში და ასე უნდა გაგრძელდეს ყოველი შემდეგი ნაბიჯი.

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვის თავზე, როდესაც ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, შედეგი იქნება კეთილსინდისიერი, კვალიფიციური მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ეს არის მთავარი შედეგი, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ.

რა თქმა უნდა, მზად ვართ ჩვენ კონსულტაციებისთვის, ეს პროცედურაც წარიმართება ძალიან ფართო დისკუსიის საფუძველზე”,- განაცხადა კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 3, 2019 00:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics