გიორგი გახარია : ბაზრებში თერმოსკრინინგი და სწრაფი ტესტირება ჩატარდება

„ბაზრებში თერმოსკრინინგი და სწრაფი ტესტირება ჩატარდება“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისივე განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება ტესტირება. ასევე შტაბს მიღებული აქვს დავალება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გამწვავდება, სწრაფად მოხდეს საკარანტინე ზომების გამკაცრება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.

„გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები. სოციალური სტრუქტურა ამ სოფლების გახლავთ ისეთი, რომ ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის ან ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და შერჩევითი ტესტირება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება ტესტირება. შტაბს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
შემდეგი სტატიამთავრობის გადაწყვეტილებით ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება