გიორგი გახარია : 496 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება

​​496 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს 496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს, ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართს, ახალ ბინას, ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის მიმართულებებით. წლის ბოლომდე ჩვენ მსგავსი დადგენილებები კიდევ რამდენიმე გვექნება, რომლებიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს მთელი ქვეყნის რეგიონების მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : სამი ახალი პაციენტიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი, ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებენ