გიორგი გახარია : 2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს

2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის სხდომის თემა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია.

„დღეს ჩვენ გვაქვს რიგგარეშე მთავრობის სხდომა, რამეთუ ვასრულებთ 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობას, რომლის საბოლოო განხილვა გვექნება დღეს ჩვენ, რის შემდეგაც წარვადგენთ საქართველოს პარლამენტში. ბიუჯეტი შრომის შედეგია მთელი ჩვენი გუნდის, მასშია ასახულია ის პრიორიტეტები, რომელსაც ეყრდნობა მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება 2020 წლს. 2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქის უფრო მეტი შესაძლებლობების. ამიტომ ვთვლით, რომ მოქალაქეების საჭიროებებზე არის დაყრდნობილი და, რაც მთვარია, ის ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალური პასუხისმგებლობებს. პირველ რიგში ეს არიან ბავშვები, ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზე ზრუნვის უდიდესი ვალდებულება ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებზე და ჯარისკაცებზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, ბიუჯეტის ძირითადი პრინციპია მოქალაქეების ძირითადი საჭიროებები.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ მაინც უნდა ატაროს. პირველ რიგში ეს გახლავთ, მოქალაქეებზე ორიენტირებული, მოქალაქისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნის და მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. ასევე, პრიორიტეტად რჩება ეკონომიკის გავნითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტული პროექტები, რაც ხელს უნდა უწყობდეს ჩვენი ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას. მნიშვნელოვანი ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი, ამიტომ ყველა ის ძირითადი ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს გააჩნიათ ამ ბიუჯეტით, უნდა იქნას შესრულებული დროულად და ეფექტიანად. გარდა ამისა, კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპი ბიოროკრატიული ხარჯების, როგორც მინიმუმ, არგაზრდა და იქ სადაც შესაძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ეფექტიანი მართვით შემცირება“,-მიმართა გახარიამ მთავრობის წევრებს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : მიხეილ სააკაშვილი ალბათ მალე ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს
შემდეგი სტატია2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება