გიგა ბოკერია : მიხეილ სააკაშვილი ალბათ მალე ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს
სხვა სტატიები
- დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს
- დავით ბაქრაძე “ტვიტერზე” მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს
- საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში
მიხეილ სააკაშვილი ალბათ მალე ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.
„ამ საკითხზე მალე პარტიის ბრიფინგი იქნება და იქ მოგახსენებენ ვრცლად. მე რაც შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილს სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასე არის, „ვარდების რევოლუციის“ როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე დღეს არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.