გიორგი გახარია – 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად

საქართველოს მთავრობის გეგმის შესაბამისად, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან – საქართველო იქნება მზად იმისთვის, მიიღოს უცხოელი ტურისტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გაკეთდება როგორც სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნით, ისე – უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან.

„ამას გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ჩვენთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას, რომ უცხო ქვეყნიდან სტუმრები მიიღოს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები
შემდეგი სტატიასაქართველო კოვიდ-19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომის და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს