გიორგი ჭილაძე – მთავრობასთან ერთად შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, თუ როგორ ვუპასუხოთ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს

ვიმსჯელეთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც დღეს ჩვენთვის კორონავირუსი წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭილაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ჭილაძის თქმით, პირველი რიგის ამოცანაა, მაქსიმალურად მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელება.

„მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ადამიანური კონტაქტები, ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ მხრივ, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, გარკვეული პოზიციები შევაჯერეთ. ჩვენს მხარეს, ბანკებს გვაქვს გარკვეული გადაწყვეტილება, რაზეც მთავრობასთან ერთად შევთანხმდით. შეთანხმებულია სამოქმედო გეგმა, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევას. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გაკეთებულია. მეტი კოორდინაციაც იქნება მომავალში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი-გვაქვს გარკვეული შეთანხმებები, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ეკონომიკაზე ვირუსის ნეგატიური ზემოქმედების შესამსუბუქებლად
შემდეგი სტატიავასილ ხოდელი-მზად ვართ ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სექტორების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის, რათა კორონავირუსმა ნაკლები გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე