ვასილ ხოდელი-მზად ვართ ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სექტორების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის, რათა კორონავირუსმა ნაკლები გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე

არის სექტორები, განსაკუთრებით ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორები, რომლებიც გვესმის, რომ დღეს მარტივ მოცემულობაში არ იქნება, შესაბამისად კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს უახლოეს პერიოდში გავაჟღერებთ – ამის შესახებ ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვასილ ხოდელის თქმით, ბანკები მზად არიან ტურიზმის სექტორს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადონ, რათა კორონავირუსმა ნაკლები გავლენა მოახდინოს ბიზნესზე და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე გამოწვევებზე, რომელიც კორონავირუსთან არის დაკავშირებული, ასევე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შესაძლო გავლენებზე. შეთანხმებული გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ პერმანენტულად განახლებას ვუკეთებთ და ვმოქმედებთ ერთმანეთთან შეთანხმებით“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭილაძე – მთავრობასთან ერთად შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, თუ როგორ ვუპასუხოთ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს
შემდეგი სტატიამარტვლში თვით იზოლაციაში ორი პირი იმყოფება