გიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. რუსეთის მოხთხოვნით უკრაინაში დაკავებულმა ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

“დიდი მადლობა ყველა იმ ხალხს ვინც მხარს მიჭერდა,”-განაცხადა ცერცვაძემ, ხოლო შეკითხვაზე “რას ედავება რუსული მხარე,” მან განაცხადა, რომ არ იცის.

ცერცვაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა პროკურატურის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გია ცერცვაძის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციიდან არ მიუღია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, შესაბამისად პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო, თუმცა მოგვიანებით ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდა და ცერცვაძე გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიEU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, პროექტის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუკრაინის მხარე და უკრაინის ხელისუფლება მაინც მოიქცა საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო ღირსეულად