EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, პროექტის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, პროექტის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ორდღიან შეხვედრას, რომელიც დღეს გაიხსნა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, პენიტენციური და პრობაციის სისტემის, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობენ. ასევე, შეხვედრაში სახალხო დამცველის აპარატის და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, პიტერ დენისის თქმით, სამუშაო შეხვედრის მიზანია თითოეული არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარების პროცესში მათი მონაწილეობის მიმართულებების განსაზღვრა. მისი თქმით, სამინისტროს მიერ საკუთარი ამოცანების შესრულებისა და ერთიანი, ყოვლისმომცველი მიდგომის დანერგვისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ამ საკითხში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის EU4Justice: „მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარე „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს გაეცნობიან. ასევე, გაიმართება მსჯელობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების საჭიროებებზე, განისაზღვრება და დაიგეგმება მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები.
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის EU4Justice: „მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ მიზანია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტი, რომლის მიზანია თანამედროვე და ეფექტიანი პენიტენციური და პრობაციის სისტემის ჩამოყალიბება. ეს კი, თავის მხრივ, განმეორებითი დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს და საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსს უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი ხელისუფლების პირობებში არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო არ გაგვაჩნია
შემდეგი სტატიაგიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს