უკრაინის მხარე და უკრაინის ხელისუფლება მაინც მოიქცა საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო ღირსეულად

უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარემ ქართველი მებრძოლის, გია ცერცვაძის გამოშვებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

„მოსალოდნელი არ იყო რომ გაათავისუფლებდნენ, გენერალური პროკურორი სასამართლომ დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ალბათ მიიღეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში შეწყვიტეს საერთოდ სისხლის სამართლის საქმე და წარმოება, როგორც ჩანს და ამით მოხდა დაჩქარება. ასეთი ინსტრუმენტი პროკურატურას აქვს ზოგადად და ამიტომ, მე მგონი ასე დაჩქარდა გამოშვება. სასიხარულოა, რომ უკრაინის მხარე და უკრაინის ხელისუფლება მაინც მოიქცა საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო ღირსეულად. იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც გაყიდა საკუთარი მებრძოლები და მთელი მონაცემების ბაზა, პატრიოტების, რომლებიც იცავდნენ ტერიტორიულ მთლიანობას, გადასცა საქართველოს მთავარ მტერს. ეს არის სამარცხვინო საქციელი და ზომებია მისაღები საქართველოში იმის საწინააღმდეგოდ, რომ ჩვენი პატრიოტები და ოფიცრები არ გახდნენ რუსეთის ამ ვერაგული პოლიტიკის მძევლები. “ – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძე პატიმრობიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაvideo უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს!!!