გიორგი ცაგარეიშვილი: არც ერთი ხმა, არც ერთი მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“

„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურის შედეგად, არც ერთი ხმა და არც ერთი მანდატი არ უნდა მიიღოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, ქვეყნაში “ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია არ უნდა მოხდეს.

„საქართველოს პარლამენტს ისე ვერ დავტოვებ, რომ მოწოდება არ გავაკეთო. პირველ რიგში, მართალი ძალიან ბევრი ადამიანის ხსოვნის წინაშე არ ვიქნები. მათ შორის ირინა ენუქიძის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, სერგო თეთრაძის და სხვების და სხვების ხსოვნის წინაშე. “ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი ხმა და არც ერთი მანდატი. ამას პირდაპირ ვაცხადებ. არჩევანი ნათელია – არჩევანი არის თეთრსა და შავს შორის გასაკეთებელი. მხარი დაუჭირეთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მხარი დაუჭირეთ იმ ადამიანებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წინააღმდეგ იბრძვიან“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა

banner
წინა სტატიაშინატო შეშფოთებულია – “ადმირალმა კუზნეცოვმა” შესაძლებელია ალეპოს ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა
შემდეგი სტატიათურქეთმა, შესაძლებელია, ერაყში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია გააფართოვოს