ნატო შეშფოთებულია – “ადმირალმა კუზნეცოვმა” შესაძლებელია ალეპოს ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა

2ნათო შეშფოთებულია იმის გამო, რომ სირიისკენ მიმავალი მძიმე ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვი”, შესაძლეებლია ალეპოს ოპერაციაში ჩაერთოს – იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შეშფოთება გამოხატება იმაში, რომ ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვის” მეთაურობით, შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ინტენსიფიკაციისათვის იქნეს გამოყენებული” – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოში სიტუაცია მკვეთრად დაძაბულია. აშშ რუსეთის და სირიის მთავრობებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვებში ადანაშაულებს. დამასკო კი ირწმუნება, რომ მხოლოდ იმ რაიონებს ბომბავს, სადაც ტერორისტები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის ინციდენტის ირგვლივ არსებულ კითხვებს კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს
შემდეგი სტატიაგიორგი ცაგარეიშვილი: არც ერთი ხმა, არც ერთი მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“