გიორგი ბარამიძის განცხადება უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივია, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენი ჯარის მიმართ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც – ბურჭულაძე

ჩვენი ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა არის მიზანმიმართული, რათა დააკნინონ ისეთი რეპუტაციული ინსტიტუცია, როგორიც არის საქართველოს ჯარი, – ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა: „ამერიკას ლანძღავენ და ეუბნებიან, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო, დავუშვათ, ჩაერთო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება, რომ იტყვიან, მკვდარი მკვდარს აეკიდაო“.

ბურჭულაძის თქმით, ბარამიძის განცხადება არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.

„ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ქვეყანას ძალოვანი უწყებების მინისტრის თანამდებობაზე. აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ იმ დროსაც ჩვენი ჯარის მიმართ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს იგრძნობა, რომ ჩვენი ჯარის მიმართ მათი დისკრედიტაციის მცდელობა არის მიზანმიმართული, რათა დააკნინონ ისეთი რეპუტაციული ინსტიტუცია, როგორიც არის საქართველოს ჯარი. ჩვენი ბიჭები არიან გმირები. ყოველთვის თავს იჩენენ მსოფლიოში სხვადასხვა მასშტაბის ოპერაციებში მონაწილეობისას, ასევე ჩვენი სამშობლოს დაცვის დროსაც ყოველთვის ჩვენი ბიჭები იჩენენ თავს. ეს ის ხალხია, რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში ემსახურებიან სამშობლოს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

წინა სტატიაშიივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაგორა ღარიბაშვილი და გვამცნო, რომ ქვეყანა ორნიშნა, უსწრაფესი ტემპებით ავითარებს ეკონომიკას – ოქრიაშვილი
შემდეგი სტატიაგლდანის ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა, დაწყებულია გამოძიება – საგამოძიებო სამსახური