გიორგი ანდრიაძე: თანამედროვე ტექნოლოგიებით სპექტაკლის დადგმა და პროვოკაციის მოწყობა მარტივია

სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა ჩანაწერებს და ვითომ საჩუქრად დარიგებულ ჯიპებში იწერდნენ,- ამის შესახებ საპატრიარქოს ფონდის სამეთვალყურეოს საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე აცხადებს. მისი თქმით, ამ ჩანაწერებით მხილების საფუძველი შეიძლება არ იყოს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით სპექტაკლის დადგმა და პროვოკაციის მოწყობა, მარტივია.

 

 

 

უცხოეთში, ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ. როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, თუ მათ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით ამ კადრებს აუცილებლად გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ,-ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

დეკანოზის მტკიცებით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი მათ ეკლესიის გაქრობით ემუქრებოდა. კეკელია არ ასახელებს აღნიშნულ პირს და ამბობს, რომ ის „ღმერთმა უკვე დასაჯა“

„ყველაზე დიდი ფული ეკლესიაში დახარჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , ყველაზე დიდი დაფინანსება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან წამოვიდა. მახსოვს, რომ წინამძვრები მიჰყავდათ უცხოეთში ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ ამას და მთელი ეს ვიდეო გადაღებები, ფარული ჩანაწერები.. ..როდესაც ციხის კადრები გავიდა, მაშინ საპატრიარქოში ვიყავი, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, კადრების შემდეგ თუ მათ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით, აუცილებლად ისინი ამ კადრებს ნელ-ნელა გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ.

26 მაისს, როდესაც მიტინგი დაარბიეს, მაშინაც იქ ვიყავით, პატრიარქი ტელეფონზე დავალაპარაკეთ, ვინც უფროსები იყვნენ, მათ დავალაპარაკეთ, კინო “რუსთაველში” როცა შევედით, მეუფე იაკობმა ხმამაღლა ჩართო ტელეფონი და ვთხოვდით ხალხი არ ეცემათ, ასეთი რამ გვითხრეს – კომუნისტების დრო მოგენატრებათო, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ თქვენ, ისეთ დღეში ჩავარდებით მღვდლები, კომუნისტების დროს ინატრებთ, საერთოდ გავაქრობთ ეკლესიის სახელს. ეს გვითხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ვინც ამათ მართავდა. ის ისეთი ადამიანია, ღმერთმა უკვე დასაჯა და კიდევ დაისჯება ღვთის წინაშე“,-აცხადებს დეკანოზი კეკელია.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: თუ შესაძლებლობა ექნება ქართულ-შვედურ ფილმს, And Then We Danced-ს ნახავს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: არის სერიოზული ვარაუდი, რომ ინსტიტუტებზე შეტევის უკან ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი დგას – საეკლესიო პროცესებმა ამის კიდევ ერთი ლუსტრაცია გააკეთა