არჩილ თალაკვაძე: არის სერიოზული ვარაუდი, რომ ინსტიტუტებზე შეტევის უკან ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი დგას – საეკლესიო პროცესებმა ამის კიდევ ერთი ლუსტრაცია გააკეთა

„ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებდით და დღესაც ვაცნობიერებთ, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, პატრიარქი, როგორც ამ ინსტიტუტის წინამძღოლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისა და ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი და როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება, რომელიც ამას აცნობიერებს, პატრიარქის გადაყენებაზე თათბირებს ჩაატარებს?“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, წლების განმავლობაში, საზოგადოება სახელმწიფო ინსტიტუტებზე კარგად ორგანიზებულ და დაგეგმილ შეტევებს ხედავს.

„სახელმწიფო თუ გინდა ჩამოშალო, უნდა დაუპირისპირდე და შეუტიო ინსტიტუტებს. ეს იცის ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ეს ხალხი ვინ არიან, მაგას საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. ეს არის ის ხალხი, ვინც ამ წლების განმავლობაში ცდილობდა მიზანმიმართულად, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას იმიტომ, რომ ამ ხალხმა კარგად იცის, რომ სახელმწიფო თუ გინდა ჩამოშალო, თუ გინდა, რაღაც შეცვალო არა არჩევნების გზით, ამის შესაძლებლობა არის თუ ინსტიტუტებს დააკნინებ, დაუკარგავ ნდობას და დაამცირებ ბოლომდე. შესაბამისად, დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევით -ეს იყო პარლამენტზე შტურმი. ვფიქრობ, რომ აქ არის ძალიან სერიოზული არგუმენტები და ვარაუდი იმის, რომ ინსტიტუტებზე შეტევის უკან, როგორც მინიმუმ, დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი. საეკლესიო პროცესებმა ამის კიდევ ერთი ლუსტრაცია გააკეთა. ლუსტრაცია იყო ზუსტად ერთ დღეში, რაც მთელმა საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა. უმძიმესი შეტევა, შეურაცხყოფა, ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობა. პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა და ეს გამოჩნდა ახლაც, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ თუ პოლიტიკოსებმა ჩვენი გუნდიდან გააკეთეს აბსოლუტურად ცალსახა განცხადებები, რომ ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, მისი დისკრედიტაცია არის დაუშვებელი და რომ პატრიარქს აქვს ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მეუფე იობის განცხადებებსაც გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პატრიარქის გადაყენება“ მმართველი გუნდისთვის გაუგებარი და პრინციპულად მიუღებელია როგორც ტერმინი, ასევე, როგორც მოქმედება.

„ რაც ხელისუფლებაში მოვედით, ყველა ძირითადი ღირებულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და იდენტობას უკავშირდება, ჩვენი მხრიდან უპირობოდ არის დაცული. ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებდით და დღესაც ვაცნობიერებთ, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, პატრიარქი, როგორც ამ ინსტიტუტის წინამძღოლი არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ცხოვრებისთვის და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი და მომავალიც, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება, რომელიც ამას აცნობიერებს, პატრიარქის გადაყენებაზე თათბირებს ჩაატარებს? უბრალოდ, ლოგიკაში არ ჯდება. თქვენ უშვებთ, რომ საერო პირები, პოლიტიკური თანამდებობის პირები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს რომ მეუფე იაკობის საშუალებით უთხრან პატრიარქს, რომ სავარაუდოდ, დაიღალეთ და უნდა გადაგაყენოთო? თქვენ ფიქრობთ რომ ამას სერიოზული საფუძველი აქვს? „,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

banner
წინა სტატიაშიგიორგი ანდრიაძე: თანამედროვე ტექნოლოგიებით სპექტაკლის დადგმა და პროვოკაციის მოწყობა მარტივია
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მზად იყო ჩვენ აფხაზეთში ჩავატაროთ რეფერენდუმი აფხაზეთის სტატუსზე, მათ შორის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე, რომელიც 5 წლის შემდეგ ამუშავდება