გიორგი აბდალაძე – ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 9, 2018 13:47

გიორგი აბდალაძე – ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია

მნიშვნელოვანი

  • ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძისთვის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვების შესახებ სამართლიანია.

სხვა სტატიები

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძისთვის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვების შესახებ სამართლიანია.

როგორც აბდალაძემ აღნიშნა, საქმეში უამრავი მტკიცებულება და უამრავი მოწმეა, რომლებიც ადასტურებენ დევნოზაშვილის უშუალო მონაწილეობას.

“დევნოზაშვილი იყო შემსრულებელი იმ დავალების, რომელიც მოდიოდა მაღლიდან. გამოძიება მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის, რომ დაისაჯონ დამკვეთები. მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ”, – განაცხადა აბდალაძემ.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დევნოზაშვილისა და მუხაძის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 9, 2018 13:47