გინება პირდაპირ ეთერში და სოციალურ ქსელში – სასულიერო პირები, დეპუტატები და მეცნიერები შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ

სასულიერო პირები, დეპუტატები და მეცნიერები სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც პირდაპირ ეთერში და სოციალურ ქსელში ბილწისტყვაობა გააპროტესტეს. ისინი შეზღუდვების და ახალი რეგულაციების დაწესებას ითხოვდნენ.

აღნიშნული მოთხოვნით ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილებმა პარლამენტს და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართეს. მათი თქმით, ეთიკის საბჭო და სხვა ბერკეტები უმოქმედოა, ამიტომ შეზღუდვების დაწესებას საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.

„საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებებით ხდება აგრესიის, ძალადობის დამკვიდრება საზოგადოებაში. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ეთერში ბილწსიტყვაობას, ცილისწამებას. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფილმები როგორიც არის „ ნათლიმამა“, „ კარლიტოს გზა“, „ შრამიანი სახე“, რომელმაც ეს საზოგადოება აქცია კრიმინალებად და რომანტიული გახადა კრიმინალური ცხოვრება,“- ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

banner
წინა სტატიაშიშეიგინა თუ არა ზარდიაშვილმა – ვინ როგორ გაიგო განცხადება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის შემდეგ, ტაქსის მძღოლების ნაწილი თბილისის საკრებულოსთან გადაინაცვლებს