შეიგინა თუ არა ზარდიაშვილმა – ვინ როგორ გაიგო განცხადება

ყოფილი თანაგუნდელების, ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

დეპუტატმა ზარდიაშვილმა დღეს თქვა, რომ “ბესელიობანით” დაიღალა საზოგადოება. ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი გუნდის ყოფილი წევრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა. ზარდიაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ეკა ბესელიას თანამოაზრეების მხრიდან.

ლევან გოგიჩაიშვილი ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, პატარა კაცის ქცევას უწოდებს. მმართველი გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ეს იყო მიზანმიმართული განცხადება, როდესაც პატარა კაცები ქალს ერევიან და ამით მის დისკრედიტაციას ახდენენ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები
შემდეგი სტატიაგინება პირდაპირ ეთერში და სოციალურ ქსელში – სასულიერო პირები, დეპუტატები და მეცნიერები შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ