გიგი უგულავა: ვიღაცამ ღარიბაშვილს ყური აუწია

„ერთ ღამეში შეიცვალა ერთი ის, რომ ალბათ, ვიღაცამ ღარიბაშვილს ყური აუწია, მეორე ის, რომ იგრძნეს, რაღაცნაირად უნდა შეეთამაშონ საკუთარ ამომრჩეველს და ისევ დაიწყეს იმავეთი კვება. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და კვლავ უსინდისოდ სპეკულირებდა კარტოგრაფების საქმეზე და იგივეირად იყო გაყეყეჩებული, როგორც პარლამენტში დამტკიცებისას. ეს არანაირად არ შეუწყობს ხელს პარტნიორების მიმართ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მან აიღო.

აქციები მანამდე იყო დაანონსებული. აქცია, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებშია, არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის სხვა, პარალელურ პროცესთან. ჩვენ არსად გვითქვამს, რომ აქციების შეწყვეტას ვგეგმავთ, ვიდრე სულ ცოტა, რაიმე ტიპის შეხვედრა არ ჩაინიშნება. ჩვენ მხოლოდ ყეყეჩობას ვხედავთ. ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ არ აპირებს, უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს სამი წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიამუხრან ბურჭულაძე: კრიზისის ხელოვნურად შექმნა არ ღირდა გადაფურთხებულის ასალოკად და ეს ორივე მხარეს გეხებათ