მუხრან ბურჭულაძე: კრიზისის ხელოვნურად შექმნა არ ღირდა გადაფურთხებულის ასალოკად და ეს ორივე მხარეს გეხებათ

ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობას

“ვიცი, გქონდათ ევროპის ზოზინის იმედი, რომ ვინმეს გაცურებას და ფაქტის წინაშე დაყენებას მოასწრებდით, მაგრამ ვერ მოგართვით. სპექტაკლები დადგით ბოსების ვენახში.

რას ელოდით ევროპისგან, ქათინაურებს თუ ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთის მხარდაჭერას, რასაც საკუთარ ხალხს აიძულებთ?
დასავლეთი დიდი ხანია გეუბნებათ ორივე ბანდას, რომ უნდა წახვიდეთ და ამისთვის არ იყო საჭირო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეწუხება, რადგან ქართველმა საზოგადოებამ აქამდეც არაერთხელ გითხრათ იგივე.
არ იყო საჭირო ქართველების გამასხარავება, არ იყო საჭირო ხელოვნურად კრიზისის შექმნა.
გეუბნებოდით და კვლავაც გეტყვით;
შეწყვიტეთ პოლარიზაცია, დაეხსენით საქართველოს რეჟიმი და კარასინის ოპოზიცია!

ევროპამ გასაგებად გითხრათ – წადით! უნდა წახვიდეთ ორი პოლარული ბელადი თქვენივე ქვეპოლარული მატრიოშკებით. სხვა შემთხვევაში ხალხის პასუხი იქნება უმკაცრესი.

თქვენ მიერ დამხობილი უზენაესი საბჭოს დეპუტატები მზად არიან ჩაატარონ არჩევნები.
ჩანიშნეთ თარიღი სანამ დროა!”,-აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: ვიღაცამ ღარიბაშვილს ყური აუწია
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე : ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები წითელი ხაზია