გიგი უგულავა : ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული შეთანხმება და გიორგი რურუა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

მისივე თქმით, მანამდე პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთახნმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

ამასთან, უგულავას განცხადებით, მაშინ, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური პანდემიის წინაშე დგას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ადამიანები შიმშილის ზღვარზე არ აღმოჩნდნენ.

„ვფიქრობ, რომ ისევე როგორც სამართლებრივად, ასევე ჯანსაღი აზრის ფარგლებში პროკურატურა, ივანიშვილის ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეს სამარცხვინო ლაქა, რომელიც მან დაუტოვა ქვეყანას პოლიტპატიმრების საერთაშორისოდ ჩამოყალიბებული ისტორიის, სწრაფად უნდა დამთავრდეს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი.

მაშინ როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ეკონომიკური პანდემიის წინაშე ვდგავართ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეკონომიკა ბოლომდე ხელიდან არ გაიქცეს და მისი ამოქაჩვა შევძლოთ, ადამიანები არ აღმოჩნდნენ პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილის ზღვარზე, ამიტომ ეს არის ამ სურათის ერთი ნაწილი.

ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ის შეთანხმება არ იქნება შესრულებილად ჩათვლილი და მას ექნება ისეთივე რეაქცია, ვგულისხმობ იმას, რომ არ არსებობს სანახევროდ შესრულებული, როდესაც რაღაცას იტყვი, ეს არის მოვალეობა ადამიანურ ურთიერთობაში, მოვალეობა პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, მოვალეობა საერთაშორისო პოლიტიკაში“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

გარდა ამისა, უგულავას თქმით, დღეს ოპოზიციური პარტიები „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში კვლავ შეიკრიბებიან.

„დღეს ჩვენ ვიკრიბებით ლეიბორისტების ოფისში. საჯაროდ ისევ ვიმეორებ, ამ ერთსულოვნებამ გახადა შესაძლებელი, ის ლაქა, რაც ჩვენი სახელმწიფოს სხეულზე ივანიშვილის მთავრობამ წარმოქმნა, სწორედ ამ ერთსულოვნებამ დაამარცხა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიკოჯორში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გიორგი რურუას საქმეზე მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას