გიგი უგულავა პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

“ევროპული საქართველოს” ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობენ. პარტიის წარმომადგნელებს, მაღალმთიან აჭარაში გიგი უგულავა ხვდება.

პარტიის ლიდერის განცხადებით, მეორე ტურში, რაიონებში ყველაზე დიდ საფრთხედ, ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რჩება.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა ის გარემოება, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში სუს-სგან და „ქართული ოცნებისგან“ წამოვიდოდა დარტყმები, გადაბირების თუ მოსყიდვის მცდელობები, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ხალხის ურყევ ნებას. ხალხმა გამოუცხადა, უთხრა „არა“ სალომე ზურაბიშვილს პირველ ტურში. ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავის რეფერენდუმათ აქციოს მეორე ტური, ანუ ქართული ოცნება დარჩება თუ არა ხელისუფლებაში მეორე ტურის მერე გაირკვევა. ასე დააყენა საკიტხი თავად ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ,“ აქედან გამომდინარე, წააგებს სალომე ზურაბიშვილი და წააგებს ქართული ოცნება და წააგებს ივანიშვილი!“ – აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი.

banner
წინა სტატიაშიინფორმაცია ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვაზე – ეკა გიგაური პროკურატურაში მივიდა
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე : სამი არასამთავრობოს ბრალდებას რეალური დასაყრდენი არ აქვს