გიგი უგულავა დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. დაკავებები გრძელდება.

პოლიციას ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელი ბლოკირებული აქვს. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძეც.

ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერებმა მოითათბირეს, ბიბლიოთეკასთან მოეწყოთ აქცია, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება.

„თეა წულუკიანმა უნდა იგრძნოს, რომ საზოგადოება ძალიან ცუდად არის განწყობილი ამ პოლიტიკური კლოუნის მიმართ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიღამის თევით მოსვლა და შემდეგ შეიძლება აქ ცხოვრება მოუწიოთ, თუ უნდათ, რომ პარლამენტის სხდომებზე იარონ – ბოკერია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: უმრავლესობის 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც პარლამენტის გარშემო დგას