გიგი წერეთელი – ნიკა მელია ძალიან სერიოზული კანდიდატია, მაგრამ…

ნიკა მელია არის ძალიან სერიოზული კანდიდატი გათვალისწინებით ყველაფრის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო და მას აქვს სერიოზული პოტენციალი, მაგრამ მასთან და ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა განვიხილოთ როგორ გვესახება სამომავლო მერის არჩევნები თბილისში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ნიკა მელია დათანხმდება, რომ იყოს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი რამდენად იქნება ეს მათთვის მისაღები.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს“ აქვს თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ცნობილი გახდება პარტიებს შორის შეხვედრების შემდეგ.

„კარგია, რომ გვეძლევა საშუალება ჩვენ ოპოზიციური კონსულტაციები გავმართოთ ნიკა მელიასთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო მთლიანად ოპოზიციის მობილიზებისთვის, როცა ნიკა მელია თავისუფალია. მან პარტიის შიგნით დაიწყო კონსულტაციები და ალბათ, დღევანდელი დღიდან იქნება შეხვედრების სერია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან. მისასალმებელია თვითონ ეს სურვილი ნიკას მხრიდან და ეს სურვილი არის ოპოზიციურ პარტიებში, პროდასავლურ პარტიებში ვინც თვლის, რომ ამ არჩევნებში მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევა. როგორი იქნება ტაქტიკა, ამაზე ბევრს ვლაპარაკობთ, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს ერთი მხრივ, არის ადგილობრივი არჩვენები, რომელიც განსაზღვრავს სამომავლოდ პოლიტიკურ პროცესს. ჩვენი მიდგომები უნდა იყოს პრაგმატული და კარგად გათვლილი. ეს იქნება მოლაპარაკებების საგანი, სად სჯობს ერთიანი და შეთანხმებული კანდიდატი იყოს, სად სჯობს მაგალითად, როგორიც არის მაჟორიტარები საკრებულოებში, სადაც არ არის მეორე ტურების საშუალება და ერთი ხმა იგებს, აქ შესაძლებელია მართლაც მოხდეს ძალიან კარგი კონსოლიდაცია და ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ვის რა რესურსი აქვს, როგორ ხედავს ამ მომავალს და ეს იქნება ჩვენი შიდა კონსულტაციების და პარტიათა შორის საგანი.

ჩვენ არაერთხელ ვთქით, რომ ნიკა მელია არის ძალიან სერიოზული კანდიდატი გათვალისწინებით ყველაფრის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო და მას აქვს სერიოზული პოტენციალი, მაგრამ მასთან ერთად და ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა განვიხილოთ როგორ გვესახება სამომავლო მერის არჩევნები თბილისში. ჯერ ეს თვითონ ნიკა მელიამ უნდა გადაწყვიტოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ყველა პარტიამ, მათ შორის „ევროპულ საქართველოსაც“ აქვს თავისი მოსაზრებები. მე არ მინდა წინასწარ ვისაუბრო ამ საკითხებზე, ეს გახდება ნათელი ჩვენი შეხვედრების და მოლაპარაკებების შემდეგ. ეს პროცესი დიდხანს არ უნდა გაიწელოს და ალბათ, რამდენიმე კვირაში უნდა დავასრულოთ“ , – განაცხადა წერეთელმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად €85 მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა
შემდეგი სტატიამინაშვილი – როცა პარტიების ნაწილი შესულია პარლამენტში, ვადამდელ არჩევნებზე რთულია საუბარი