მსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად €85 მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში მიკრო , მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც პანდემიამ გავლენა იქონია, 85 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა მიზნად ისახავს ბიზნესის დახმარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

მსოფლიო ბანკი, ქვეყნის მასშტაბით, 6 000-მდე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოსა და ბიზნსესს დაუჭერს მხარს და მათი გადარჩენის შანსებს გაზრდის.

“პროექტი მხარს დაუჭერს ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 6 000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და გაზრდის ბიზნესის გადარჩენის შანსებს, შეინარჩუნებს აქტივობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან”,- ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ბანკის პროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მესამე საბანკო ოპერაციაა, რომელიც პანდემიის ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედების შერბილებისკენაა მიმართულია.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – ხმების დაცვა შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი ოპოზიციაში
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი – ნიკა მელია ძალიან სერიოზული კანდიდატია, მაგრამ…