გიგი წერეთელი – ახალი არ არის კობახიძეს მიერ ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება

ყოველთვის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კრიზისიდან გამოსვლის ერთი გზა არსებობს, ეს არის მოლაპარაკება. ეს ხდება ნებისმიერი ომის, დაპირისპირების შემდეგ და როგორც ჩანს, ახლაც ეს გზა არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას სურს ცივილიზებული სამყაროსკენ სვლა, გარკვეული რაღაცები უნდა დათმოს.

„თუკი ხელისუფლებას სურს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ დასავლეთთან პარტნიორობა, ახლა კიდევ აშშ ერთვება ამ პროცესში, თუ კი ხელისუფლებას სურს, რომ ამ გზაზე ვიაროთ და ვიაროთ ნორმალური ცივილიზებული სამყაროსკენ, არ გავხდეთ კიდევ უფრო მეტად და საბოლოოდ რუსეთის ლუკმა, ის მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს და გარკვეული რაღაცები დათმოს. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მე ნამდვილად არ ვიზიარებ კობახიძის ბრალდებას, რომ ეს მოლაპარაკება „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ ჩაშალეს. ეს არ არის ახალი, ეს არის ის საქმე, რომელიც აქვს უმრავლესობას და უმრავლეს შემთხვევაში, კობახიძეს – ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება. მე ვფიქრობ, ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, იმიტომ, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე ძალიან კონსტრუქციული იყო“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის შეთავაზებები ეხებოდა ყველა პუნქტს, რომელიც თავის დროზე „ევროპული საბჭოს“ ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ჩამოწერა. მისივე თქმით, გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ხისტად მოქმედებდა და არ მოდიოდა კომპრომისზე -ეს იყო „ნაცმოძრაობა“, ბოკერია და „ლელო“.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ – გიორგი გახარია გამოჩნდა
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ოპოზიციამ მოლაპარაკების პროცესში შეთანხმება და დათანხმება ერთმანეთისგან ვერ განასხვავა