გიგი წერეთელი: ”ნუ არიან დაძაბულები და მოეშვან”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი უმრავლესობის დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებას პასუხობს და “ქართული ოცნების” წევრებს ურჩევს, ”ნუ არიან დაძაბულები და მოეშვან”.

“მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე პარანოიის ფაზაში გადავიდა, ესეც დიაგნოზია – ყველაფერი ეჩვენებათ, დაძაბულები არიან და მოეშვან, რატომ არიან დაძაბულები? – 4 წელია ვიცე-პრეზიდენტი ვარ და არ მგონია, რომ რაიმე დიდი დარტყმა მიეღოთ ჩემგან. მე ჩემს ქვეყანას ვეხმარები და არა “ნაციონალურ მოძრაობას” ან “ქართულ ოცნებას”. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერა ”ევროპის სახალხო პარტიისა” და რუსეთის მოლაპარაკებების საგანია.

banner
წინა სტატიაშირუსეთს და თურქეთს ოფიციალურად არ განუხილავთ თურქული ავიაბაზის შესახებ შეთავაზება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ინგირში