რუსეთს და თურქეთს ოფიციალურად არ განუხილავთ თურქული ავიაბაზის შესახებ შეთავაზება

რუსეთს და თურქეთს ოფიციალურად არ განუხილავთ თურქული ავიაბაზის შესახებ შეთავაზება

ანკარა მზად არის რუსეთს ავიაბაზა დაუთმოს "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველადრუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცის რუსეთის მიერ თურქული ავიაბაზის შესაძლო გამოყენებაზე -წერს რუსული მედია.
“მე არ ვიცი ოფიციალურად იყო თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაცია. თუკი არ ვცდები, ეს ასე არ არის. ჩვენ განცხადება მხოლოდ მედიიდან გავიგეთ, ცხადია, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, მაგრამ პოლიტიკური კუთხით, სამუშაოა” – განაცხადა პესკოვმა.
როგორც “თაიმერი” უკვე წერდა, თურქეთის მთავრობა ინჟირლიკის სამხედრო ბაზას რუსეთს “ისლამურ სახელმწიფოსთან” საბრძოლველად დაუთმობს – თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
“მათთვის, ვისაც უნდა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას შეუერთდეს, ჩვენ ინჟირლიკის ავიაბაზა გავხსენით. რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან. ეს ტერორისტული ორგანიზაციაა – ყველას მტერი, და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ” – ადგილობრივი მედია მინისტრს ციტირებს.

“ეს ნამდვილად მეგობრული ნაბიჯია. ეს ბაზა ჩვენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ გადაწყვეტილება რუსმა სამხედროებმა უნდა მიიღონ” – განაცხადა რუსეთის დუმას თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კრასოვმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა უკრაინული ბენდი ქვეყანაში არ შეუშვა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ”ნუ არიან დაძაბულები და მოეშვან”