,, გიგა ბოკერიამ კომუნისტური პარტიის წევრობა რომ ახსენა, უკეთესი იქნებოდა, საკუთარ ოჯახში ჩაეხედა”

გიგა ბოკერიამ კომუნისტური პარტიის წევრობა რომ ახსენა, უკეთესი იქნებოდა, საკუთარ ოჯახში ჩაეხედა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა განუცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას შეფასებას გამოეხმაურა.

კოპალიანის თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვინც ზის, მათი ნაწილი დაკავშირებულია იმ წარსულთან, რომელიც სამწუხაროდ, ქვეყანას ჰქონდა.

„ამ პარტიის წევრი ვიყავი და 90-იან წლებში მანდატი ერთ-ერთმა პირველმა დავტოვე, მაგრამ მათი ოჯახის წევრები რუსეთში, ტრანსციმბირულ მაგისტრალზე მუშაობდნენ, რუსეთის იმპერიის სამხედრო სტრატეგიულ გზას აშენებდნენ და ეს პოლიტიკური ნების გარეშე არ იქნებოდა. ეს იყო პარტიული ნომეკლატურა. ვის ვგულისხმობ და ბოკერიას მამას. 1990 წელს კომუნისტური პარტიის წევრი 400 ათასი ადამიანი იყო, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლსობამ მხარი ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ ინტერესებს დაუჭირა. კომუნისტური პარტია ეკლესიებს ანგრევდა და რწმენასა და ეროვნულობას დევნიდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ეკლესიას რომელი პარტია ანგრევდა და ქართულ მენტალიტეტს დევნიდა? თუ წარსულზე ვსაუბრობთ, აქედან გამოვიდეთ. 50 წლის წინანდელ ამბავს ნუ გვახსენებენ, რადგან იმ 400 ათასი ადამიანი, რომელთაც პარტიული მანდატი ჰქონდათ, ქართულ საქმეს აკეთებდნენ, ისინი იყვნენ მეცნიერები, მწერლები, აკადემიკოსები. დამისახელეთ, ცუდი რომელი იყო? გიგა ბოკერია პირველ რიგში შეურაცხყოფას მის მშობლებსა და იმ ადამიანებს აყენებს, ვინც წარსული შექმნა“, – განაცხადა კოპალიანმა.

გიგა ბოკერიამ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ვოლსკი, ცეკა-ს ინსტრუქტორი, კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის მერე, გუგული მაღრაძე პარტკომი იყო“.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ პოლიტიკოსების ინკუბატორი გააკეთოს და ვნახოთ, ვის გამოჩეკავს” – “გამარჯვებული საქართველო” ხელისუფლების შეცვლას აპირებს
შემდეგი სტატიაზელენსკიმ იური ლუცენკოს მოხსნის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა