ზელენსკიმ იური ლუცენკოს მოხსნის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა

იმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს - იური ლუცენკო

უკრაინის პრეზიდენტმა 15 გუბერნატორი თანამდებობიდან გადააყენა. ქვეყნის 5 ოლქში პოსტები დატოვეს უშიშროების სამსახურის ადგილობრივი სამმართველოების ხელმძღვანელებმაც.

გუბერნატორების დათხოვნის გადაწყვეტილება ვლადიმერ ზელენსკიმ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე მიიღო. მან ჯერ კიდევ ინაუგურაციის ცერემონიაზე მოუწოდა რადას, თანამდებობიდან გადაეყენებინათ თავდაცვის მინისტრი, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი და გენპროკურორი.

თუმცა იური ლუცენკოს მოხსნის შესახებ განცხადებას ზელენსკიმ დღეს მოაწერა ხელი და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.

თავად იური ლუცენკო აცხადებს, რომ პოსტს მხოლოდ არჩევნების შემდეგ დატოვებს.

banner
წინა სტატიაში,, გიგა ბოკერიამ კომუნისტური პარტიის წევრობა რომ ახსენა, უკეთესი იქნებოდა, საკუთარ ოჯახში ჩაეხედა”
შემდეგი სტატიაჩეჩნეთისა და დაღესტნს შორის სიტუაცია ისევ დაიძაბა