გიგა ბოკერია – შალვა თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად უნდა გაიწვიოს

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, რომელიც ამავე დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, პოლიტიკური ღირსება რომ ჰქონდეს, თავის კანდიდატურას გაიწვევდა.

როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, უმრავლესობას მოსამართლედ მისი დამტკიცება ძვირი დაუჯდება.

„ძვირი ფასი დაუჯდებათ, თუ ასეთ პოლიტიკურ უტიფრობას ჩაიდენენ. გამოძიებისთვის სრული საფუძველი არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს გადარჩენა ამ სახის ფიგურისგან, როგორც მოსამართლისგან. შალვა თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად უნდა გაიწვიოს, რადგან როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი, პოლიტიკური ღირსება უნდა გეყოს და თქვა, რომ არ იქნები კანდიდატი. როცა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა საუბარი, რეპუტაცია უნდა გქონდეს. ამ მოსმენის შემდეგ, რა ავტორიტეტი აქვს და ვის თვალში? უმრავლესობის წევრებსაც ხომ ვესაუბრებით, შოკირებული არიან, მხოლოდ თადუმაძის გამო არა, სხვების გამოც”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის საპენსიო სქემა 162 ათასზე მეტმა დატოვა, აქედან 42 საჯარო მოხელეა
შემდეგი სტატიაგომბორის უღელტეხილზე სიმაღლიდან მანქანა გადავარდა