გიგა ბოკერია: ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მარიონეტები ერთმანეთს ენაცვლებიან

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორიას დანიშვნას უარყოფითად აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. გიგა ბოკერიას განცხადებით, მსგავსი გადანაცვლება ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდის მანიშნებელია:

„ჩვენი ქვეყნისთვის ეს არაფერს ნიშნავს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა მარიონეტი ერთმანეთს ენაცვლება სადმე. ეს გადანაცვლება მხოლოდ ცუდის მანიშნებელია სამწუხაროდ, იმიტომ, რომ დამოკიდებულებას ავლენს მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი ადგილის მიმართ, როგორც არის თავდაცვის სამინისტრო,“- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკელმა“ მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. თინა ხიდაშელი ლევან იზორიამ, პაატა ზაქარეიშვილი კი მისმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლეს. ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გუშინ წარუდგინა.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, როცა ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ემოციებს, სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ”
შემდეგი სტატია“ვალდებული ვართ, პასუხი გავცეთ საზოგადოებას, თუმცა არა იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს”