“დარწმუნებული ვარ, როცა ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ემოციებს, სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილს განცხადებებს არადაეკვატური უწოდა.

“გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თინა ხიდაშელმა და დავიტ უსუფაშვილმა ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშნვას პრემიერის შეცდომა უწოდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მარიონეტები ერთმანეთს ენაცვლებიან