გიგა ბოკერია : ჩვენი მიზანია, ნაკლები ზიანის მიყენების შესაძლებლობა მივცეთ ივანიშვილს

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ოპოზიცია, ახლადარჩეულ პარლამენტში 2 პარტიით არის წარმოდგენილი. ნაციონალური მოძრაობა 27 წევრით და პატრიოტთა ალიანსი 6 წევრით. ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ოპონირებისთვის ემზადებიან. ოპოზიცია განსაკუთრებულ ყურადღებას შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილებს.

დეპუტატები გეგმავენ აქტიურობას მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის ბრძოლაში.

“ივანიშვილის უმრავლესობა პარლამენტში სამწუხაროდ, არ იძლევა არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს, ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი ვალია ოპოზიციის, აქ პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მინიმუმ ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს და მის გუნდს ჩვენი ქვეყნისთვის“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: საკადრო ცვლილებები მომავალი კვირიდან განხორციელდება
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : საარჩევნო ბრძოლის შემდეგ, ჩვენი გუნდი საპარლამენტო ბრძოლას იწყებს