სოზარ სუბარი: საკადრო ცვლილებები მომავალი კვირიდან განხორციელდება

ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გააადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, სამთავრობო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააკეთებს.

ჟურნალისტებთან საუბარში სუბარმა არ დააკონკრეტა, საკადრო ცვლილებები ვის შეეხება.

„განცხადებას პრემიერი გააკეთებს. საკადრო ცვლილებები კი, მომავალი კვირიდან განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების პარალელურად, მქომედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. როგორც მმართველ გუნდში ვარაუდობენ, ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი მომავალი კვირის ბოლომდე დასრულდება.

არსებული ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს, ეკონომიკის სამინისტროს კი, ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის პირველ სხდომას კათოლიკოს-პატრიარქი ესწრება
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : ჩვენი მიზანია, ნაკლები ზიანის მიყენების შესაძლებლობა მივცეთ ივანიშვილს