გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყველა ჯგუფი, რომელიც ფილმის წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, პროპუტინისტური ფაშისტი და თავისუფლების მტერია

admin
ავტ.: admin ნოემბერი 8, 2019 13:09

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყველა ჯგუფი, რომელიც ფილმის წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, პროპუტინისტური ფაშისტი და თავისუფლების მტერია

ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, არიან ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები.

ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ბოკერია დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„უფლებები მათაც აქვთ, როგორც სხვა მოქალაქეებს, მაგრამ მათი შეფასება ცალსახა უნდა იყოს. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი ამ ქვეყნის თავისუფლების დაცვაა და ეს ხალხი ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედდა, რადგან ივანიშვილი მათ ოპონენტების წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებს ქვეყნის ინტერესების და ადამიანების თავისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ გათავხედებულები ტყუილად არიან. ქართული საზოგადოება ივანიშვილს პოლიტიკურ განაჩენს მშვიდობიანად ძალიან მალე გამოუტანს და ვინც ძალადობას გაბედავს, თავის ადგილს კანონის უზენაესობის ფარგლებში მიუჩენს”, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიას თქმით, ქართული საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს ძალიან მალე მშვიდობიანად გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს.

„ვინც ძალადობას გაბედავს, საზოგადოება თავის ადგილს კანონის უზენაესობის ფარგლებში მიუჩენს“,- დასძინა გიგა ბოკერიამ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში კი განმარტავენ, ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 8, 2019 13:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics